ევროკავშირის ექვსი ქვეყანა G7-ს მოუწოდებს, რუსული ნავთობის ფასის ლიმიტი კიდევ უფრო შეამცირონ

ევროკავშირი

ევროკავშირის ექვსმა ქვეყანამ ევროკომისიას მოუწოდა, შეამციროს G7-ის მიერ რუსული ნავთობზე დაწესებული ფასის ლიმიტი და 1 ბარელის ფასი 60 დოლარი გახადოს. მათი მტკიცებით, ეს შეამცირებს მოსკოვის შემოსავალს უკრაინაში ომის გასაგრძელებლად და ბაზრის შოკსაც არ გამოიწვევს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

რუსეთის საზღვაო ნავთობისა და გადამუშავებული ნავთობპროდუქტების ფასებზე ლიმიტები G7-ის წევრმა ქვეყნებმა დააწესეს, რათა ნავთობის ვაჭრობიდან მოსკოვის შემოსავალი შეეზღუდათ და ამით შეეფერხებინათ რუსეთის შესაძლებლობა, დააფინანსოს უკრაინაში შეჭრა.

"ზომები, რომლებიც ნავთობის ექსპორტის შემოსავლებზეა მიმართული, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ამცირებენ რუსეთის შემოსავლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს“, - განაცხადეს შვედეთმა, დანიამ, ფინეთმა, ლატვიამ, ლიტვამ და ესტონეთმა ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლებისადმი მიწერილ წერილში.

"ჩვენ გვჯერა, რომ ახლა არის დრო, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი სანქციების გავლენა G7-ის მიერ დაწესებული ნავთობის ფასის ლიმიტის შემცირებით“, - ნათქვამია განცხადებაში.