ევროკავშირის 15 ქვეყანაში ბავშვებში უცნობი წარმოშობის ჰეპატიტის შემთხვევები დაფიქსირდა - ნახეთ, ჯანმოს განცხადება

ჰეპატიტი

ევროკავშირის 15 ქვეყანაში უცნობი წარმოშობის ჰეპატიტის 95 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ევროპის დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრზე (ECDC) დაყრდნობით გამოცემა Euractiv-ი წერს.

დაავადება 16 წლამდე ბავშვებშია დაფიქსირებული. ყველაზე მეტი შემთხვევა იტალიასა (35) და ესპანეთში (22) დაფიქსირდა. ნიდერლანდებსა და დანიაში 6-6 შემთხვევა გამოვლინდა. დაავადება ასევე გავრცელდა ირლანდიაში, პორტუგალიაში, რუმინეთში, ბელგიაში, ავსტრიაში, კვიპროსზე, საფრანგეთსა და ნორვეგიაში. თითო შემთხვევაა დაფიქსირებული გერმანიაში, პოლონეთსა და სლოვენიაში.

23 აპრილს ჯანმოში განაცხადეს, რომ უცნობი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტს უკვე ერთი ბავშვი ემსხვერპლა, თუმცა ქვეყანა, სადაც ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, არ დასახელებულა.