ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტის მიღებას გეგმავს

ევროკავშირი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტის მიღებას გეგმავს - ამის შესახებ გერმანული გამოცემა წერს. მაღალჩინოსნები გამოცემასთან საუბრისას ამბობენ, რომ ეს პაკეტი უნდა იყოს მკაფიო სიგნალი რუსეთისთვის და მოიცავს ზომებს რუსული ეკონომიკის კონკრეტული სექტორების წინააღმდეგ, რომელთაც აქამდე სანქციები სანახევროდ ან საერთოდ არ შეხებია.

გარდა ამისა, მე-16 პაკეტი მოიცავს დამატებით სანქციებს იმ პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც რუსული რეჟიმის პროპაგანდისტებად უნდა ჩაითვალონ და პასუხისმგებლები არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე.