„ოქროს წუთები" - რატომ არის ყველაზე მნიშვნელოვანი დაბადებიდან პირველი 60 წუთი

დაბადება

 კვლევები აჩვენებს, რომ ყველაფერს, რაც დაბადებიდან პირველ საათში ხდება, დიდი მნიშვნელობა აქვს.სწორედ მაშინ ეყრება საფუძველი დედასა და ახალშობილს შორის არსებულ უნიკალურ ემოციურ კავშირს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ნორმალური ზრდისა და განვითარებისთვის.

ახალშობილს სჭირდება სწრაფად მოერგოს ცხოვრებას სრულიად ახალ პირობებში - ისწავლოს დამოუკიდებლად სუნთქვა, მხედველობისა და სმენის ორგანოების ადაპტირება კაშკაშა განათებასთან და ხმამაღალ ბგერებთან და დაიწყოს წოვა. ეს ყველაფერი ხდება ინსტინქტური ფიზიოლოგიური პროგრამის გაშვების გამო, რომელიც მოიცავს ცხრა ეტაპს. ეს რიგრიგობით მიმდინარეობს, სანამ ბავშვი დედაზე წევს.

ეტაპი 1 - ტირილი. ახალშობილის ფილტვები ივსება ჰაერით, სახმო იოგები პირველად იწყებს ფუნქციონირებას და ახალ გარემოში შესვლას ხმამაღალი ტირილით აღნიშნავს. მაგრამ როდესაც მას დედის თბილ მუცელზე ან მკერდზე ათავსებენ და ზემოდან საფენს აფარებენ, ტირილი თანდათან იკლებს.

ეტაპი 2 - დასვენება. პირი ოდნავ ღიაა, თვალები დახუჭული, მუშტები რბილი და გახსნილი. ბავშვი მშვიდად სუნთქავს, ისვენებს იმ ყველაფრის შემდეგ, რისი გადალახვაც მოუწია.

ეტაპი 3 - გამოღვიძება. ჩვეულებრივ, დაბადებიდან დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ, ბავშვი იწყებს თავისა და მხრების მოძრაობას, ხსნის თვალებსა და პირს, გამოსცემს მშვიდ ხმებს და ხსნის და კრავს ხელებს.

ეტაპი 4 - აქტივობა. ბავშვის მოძრაობები უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება. წოვის ინსტინქტი ირთვება - ბავშვს შეუძლია მუშტის წოვა დაიწყოს. ის ძუძუთი კვების დასაწყებად ემზადება.

ეტაპი 5 - დასვენება. დიდი აქტივობის შემდეგ ახალშობილი ცოტა ხნით ჩერდება, რათა ძალა მოიკრიბოს შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპისთვის.

ეტაპი 6 - ცოცვა ძუძუსკენ. ბავშვი იბადება ეგრეთ წოდებული "ავტომატური სიარულის რეფლექსით", რომელიც მას სჭირდება დედის ძუძუს დვრილამდე მისასვლელად. ნელ-ნელა მოძრაობს კიდურები, ის ინსტინქტურად ცდილობს ძუძუს დამოუკიდებლად მიაღწიოს. ძალიან მნიშვნელოვანია, მივცეთ მას შესაძლებლობა განახორციელოს ბუნებით დადგენილი ეს პროგრამა - ეს ზრდის შანსს, რომ მომავალში ბავშვმა სწორად ჩაიდოს ძუძუ.

ეტაპი 7 - "კომუნიკაცია" მკერდთან. ახალშობილის დედის მკერდზე შეხება იწვევს „სიყვარულისა და მიჯაჭვულობის ჰორმონის“ ოქსიტოცინის დონის მატებას როგორც დედაში, ასევე ახალშობილში, რაც უზრუნველყოფს მათ შორის განუყოფელი ემოციური სიახლოვის გაჩენას. სარძევე ჯირკვლები ააქტიურებს ახალშობილისთვის სასარგებლო სითხის - კოლოსტრუმის გამომუშავებას.

 ეტაპი 8 - წოვა. დაბადებიდან დაახლოებით 45-60 წუთის შემდეგ ბავშვი პირველად იღებს ძუძუს.

ეტაპი 9 - ძილი. დედაც და ახალშობილიც დასაძინებლად მიდიან მშობიარობის შემდეგ... ვრცლად