1734086254
ესპანეთში სტიქიას მოხუცი ცოლ-ქმარი ემსხვერპლა - ისინი მანქანაში იპოვეს
სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ესპანეთში 217-მდე გაიზარდა. ვალენსიაში ამ დრომდე განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული.
სტიქიასთან ბრძოლის პარალელურად, რეგიონებში მასშტაბური პროტესტია. ადგილობრივები მთავრობის უმოქმედობას აპროტესტებენ, ამბობენ, რომ მათ მოსალოდნელი წყალდიდობის შესახებ დროული გაფრთხილება არ მიიღეს. ვალენსიაში ჩასული მეფე ფილიპე და ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი ადგილობრივებმა ტალახის და სხვადასხვა საგნის სროლა გააგდეს.
სტიქიას ემსხვერპლა ცოლ-ქმარიც, 78 წლის ტერი და74 წლის დონ ტერნერი. წყვილი ოჯახს სამშაბათის შემდეგ აღარ უნახავთ. ეს მას შემდეგ, რაც წვიმამ დატბორა მათი მშობლიური ქალაქი. ქალაქი მდებარეოდა ვალენსიიდან 45 წუთის სავალზე.
წყვილის ქალიშვილმა, BBC-ს დაუდასტურა, რომ მისი მშობლების ცხედრები მათ მანქანაში შაბათს იპოვეს. წყვილი ესპანეთში დაახლოებით 10 წლის წინ გადავიდა საცხოვრებლად. ქალიშვილმა თქვა, რომ მათ „ყოველთვის სურდათ მზიან ადგილას ცხოვრება".
შეგახსენებთ, რომ ესპანეთი სტიქიას უკვე მეშვიდე დღეა ებრძვის, სინოპტიკოსები ცუდ ამინდს მომდევნო დღეებშიც ვარაუდობენ და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.