შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილებზე: ნებისმიერი შეყოლა პოლიტიკური კომენტარებით, ვფიქრობ, რომ ქმნის ნიადაგს, რომ სამართლებრივი პროცესი გადავიდეს პოლიტიკურ განხილვაში

შალვა პაპუაშვილი

 მისი გადასაწყვეტია, რა კომუნიკაცია შეიძლება ჰქონდეს გარეთ - მედიასთან თუ საზოგადოებასთან, რა სიხშირით და რა შინაარსით, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლის კითხვის საპასუხოდ თუ რატომ შეწყვიტა ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან წერილების გავრცელება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კითხვები, რომელიც არსებობს არის სამართლებრივი და ის არ შეუწყობს ხელს იმას, რომ პროცესი პოლიტიკურ ჭრილში გადავიდეს.

„ეს სამართლებრივი პროცესი და თუ რაიმე კითხვები არსებობს, არსებობს სამართლებრივი კითხვები და თუ რაიმე კითხვას პასუხი სჭირდება, სჭირდება სამართლებრივი პასუხები. ვფიქრობ, რომ არ არის სწორი სამართლებრივი პროცესის გადაყვანა პოლიტიკურ ჭრილში და ამაში შესვლა უკვე გულისხმობს ამ პროცესის მხარდაჭერას.

ნებისმიერი შეყოლა პოლიტიკური კომენტარებით, ვფიქრობ, რომ ქმნის ნიადაგს, რომ სამართლებრივი პროცესი გადავიდეს პოლიტიკურ განხილვაში. მე არ მინდა, რომ შევიდე ამაში. მიზანი არის სწორედ ის, რომ გადავიდეს პოლიტიკურ ჭრილში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.