გოგონა პარკში წაიყვანა და მეგობრებთან ერთად, ჯგუფურად გააუპატიურა - საქმე, რომელმაც მსოფლიო შეძრა
1744531125
ვაშინგტონმა და კიევმა სასარგებლო წიაღისეულის ერთობლივი მოპოვების და უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
მიღწეულ შეტანხმებას აშშ-ის პრეზიდენტი გამოეხმაურა. როდორც დონალდ ტრამპი აცხადებს, შეთანხმება უკრაინისთვისაც კარგია, რადგან ადგილზე ამერიკელების ყოფნა ქვეყნიდან "ბევრ ცუდ მოთამაშეს გააძევებს".
"დღეს ჩვენ დავდეთ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, თეორიულად, 350 მილიარდ დოლარზე ბევრად მეტს ვიღებთ, მე მინდოდა ჩვენი ფული დაცული ყოფილიყო.
არ მინდოდა რთული გარიგების გაფორმება, რადგან უკრაინას ძალიან ცოტა ფული აქვს. ისინი განსაკუთრებით რთულ პერიოდს გადიან, თუმცა თავი სულელად ვიგრძენი და ამიტომ, ვიფიქრე, ჩვენი გაწეული ძალისხმევის სანაცვლოდ მისაღები რამ გვჭირდება. ჩვენ იშვიათ მიწებზე შევჩერდით. მათ ძალიან კარგი იშვიათი მიწები აქვთ. ეს მათთვისაც კარგია, რადგან ადგილზე ამერიკელები იქნებიან, რაც ვფიქრობ, ბევრ ცუდ მოთამაშეს გააძევებს ქვეყნიდან ან იმ ტერიტორიიდან, სადაც ჩვენ მოპოვებას ვაწარმოებთ. ასე რომ, გავაფორმეთ გარიგება და ვვარაუდობ, რომ ისინი პატივს სცემენ ამ გარიგებას", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.