ახალშობილის მკვლელობის მცდელობა - უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები
1772053251
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ გერმანულ გამოცემა FOCUS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპის მხარდაჭერა არ არის ქველმოქმედება, არამედ ინვესტიცია უკრაინის ევროპულ მომავალში.
"უდავოდ, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ევროპული მხარდაჭერის გაგრძელება - როგორც ფინანსური, ასევე იარაღის მოწოდების მხრივ. ამისთვის ძალიან მადლიერები ვართ. თუმცა, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: ეს ჩვენს მიმართ ქველმოქმედება არ არის. უკრაინა დროს ყიდულობს, რათა ევროპელები უკეთ მოემზადონ რუსული საფრთხისთვის", - განაცხადა ანდრეი სიბიგამ.
მისივე თქმით, თავდაცვის ახალ სტრატეგიაში ევროპამ უნდა გაითვალისწინოს, რომ უკრაინა უკვე ევროპული უსაფრთხოების სივრცის ნაწილია და რომ ევროკავშირის წევრობა მომავალი უსაფრთხოების გარანტიების ელემენტი უნდა გახდეს.