ეს არის ოქროს ბარათი, ტრამპის ბარათი. 5 მილიონ დოლარად, ეს შეიძლება თქვენი იყოს - რას სთავაზობს ტრამპი მდიდარ იმიგრანტებს?

ტრამპი

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ მდიდარ უცხოელებს "ოქროს ბარათებს" მიყიდის, რომლის ღირებულება 5 მილიონი დოლარი იქნება.  ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა ჟურნალისტებს აჩვენა ბარათი, რომელზეც თავადაა გამოსახული.

"იცით, ეს რის ბარათია? ეს არის ოქროს ბარათი, ტრამპის ბარათი. 5 მილიონ დოლარად, ეს შეიძლება თქვენი იყოს", - თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.

"ოქროს ბარათების" გაყიდვა ტრამპმა ინაუგურაციიდან მალევე დააანონსა.

"ვაპირებთ, გავყიდოთ ოქროს ბარათი. მწვანე ბარათი გაქვს. ეს არის ოქროს ბარათი. ჩვენ ვაპირებთ, ამ ბარათს ფასი, დაახლოებით, 5 მილიონი დოლარი დავადოთ. ეს მოგცემთ მწვანე ბარათის პრივილეგიებს, გარდა ამისა, ეს იქნება გზა მოქალაქეობისკენ. ამ ბარათის შეძენით, ჩვენს ქვეყანაში მდიდარი ადამიანები შემოვლენ", - განაცხადა ტრამპმა.