"ერთმა კოცნამ, შესაძლოა, ქალი მოკლას..." - როგორ ცხოვრობს, უიშვიათესი დაავადებით, 25 წლის ქეროლაინი

ქეროლაინი

25 წლის ქალს აწუხებს მდგომარეობა, რომელიც ცნობილია როგორც მასტი უჯრედების აქტივაციის სინდრომი (MCAS). ეს მდგომარეობა ძალზე იშვიათია, 150 000-დან ერთ ადამიანს ემართება. ქეროლაინს ამ დაავადებასთან ბრძოლა ყოველდღიურად უწევს.

საკვები, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი პრობლემაა მისთვის. ქეროლაინი მხოლოდ შვრიათა და ჰიპოალერგიული ფორმულებით იკვებება, რადგან ნებისმიერმა სხვა საკვებმა შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში სიმპტომები, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება, შეშუპება და გონების დაკარგვა. MCAS-მა გავლენა მოახდინა მის პირად ცხოვრებაზეც. როგორც აღმოჩნდა, ქალს სხვისთვის კოცნა შეზღუდვების გარეშე არ შეუძლია.

„იმისთვის, რომ ვინმემ მაკოცოს, სამი საათით ადრე არაფერი არ უნდა ჰქონდეს ნაჭამი. მათ ასევე არ შეუძლიათ ჩემს კოცნამდე 24 საათით ადრე შეჭამონ არაქისი, თხილი, სეზამი, მდოგვი, ზღვის პროდუქტები ან კივი. როგორც აღმოჩნდა, ეს პროდუქტები ყველაზე მეტად არიან ანაფილაქსიური ალერგენები. ასევე, მათ უნდა გაიხეხონ კბილები ჩემს კოცნამდე“,- ამბობს ქეროლაინი.

„თუ სწორად არ წავიდა ყველაფერი, საჭიროების შემთხვევაში, სასწრაფოდ ვიხეხავ კბილებს და ვიღებ გადაუდებელ მედიკამენტებს. ამ დროის განმავლობაში, ეს დაავადება მყისიერად მაშორებდა ყველა ბიჭს, ვინც სერიოზულად არ აღიქვამდა ურთიერთობას“,- დასძინა ახალგაზრდა ქალმა.

ქეროლაინი ცოტა ხნის წინ თავის შეყვარებულთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად, რომელიც დიდი სიამოვნებით იცავს წესებს.