ერდოღანმა გაეროს გენერალურ ასამბლეას მოუწოდა, ძალის გამოყენების რეკომენდაცია გასცეს, თუ უშიშროების საბჭო ვერ შეაჩერებს ისრაელს

ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროს გენერალურ ასამბლეას მოუწოდა, ძალის გამოყენების რეკომენდაცია გასცეს, თუ უშიშროების საბჭო ვერ შეაჩერებს ისრაელს.

„გაეროს გენერალურმა ასამბლეამ სწრაფად უნდა განახორციელოს ძალის გამოყენების რეკომენდაციის უფლება, როგორც ეს გააკეთა 1950 წლის რეზოლუციით, თუ უშიშროების საბჭო ვერ გამოავლენს საჭირო ნებას“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

მან ასევე მოუწოდა მუსლიმურ ქვეყნებს, გადადგან ეკონომიკური, დიპლომატიური და პოლიტიკური ნაბიჯები ისრაელის წინააღმდეგ, რათა ზეწოლა მოახდინონ მასზე ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მიზნით.