1775124735
მარკ რუტე მომავალ კვირაში ვაშინგტონში ჩავა
ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე მომავალ კვირას ვაშინგტონს ეწვევა და შეხვდება პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან გასვლით იმუქრება. ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას.
მედიის ინფორმაციით, ვიზიტის შესახებ ცნობას ნატო-სა და თეთრი სახლის პრესსამსახურები ავრცელებენ, თუმცა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ ვიზიტი დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან აშშ-ის გასვლის საკითხს „მტკიცედ განიხილავს“.
LIVE: სპეციალური ბრიფინგი სუსში
1775124218








