"ექიმი ქალებს მოტყუებით ხელოვნურ განაყოფიერებას უკეთებდა, ის 94 შვილის მამა აღმოჩნდა" - შოკისმომგვრელი ინფორმაცია აშშ-დან

eqimi

ექიმზე, რომელიც უშვილო ქალბატონებში ხელოვნური განაყოფიერებისთვის თავის სპერმას იყენებდა, მისი ბიოლოგიური შვილების ნაწილმა თავიანთ ტრავმებზე ფილმში "ჩვენი მამა" ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური გამოცემა Insider აქვეყნებს. 

Netflix ფილმში "ჩვენი მამა" მოთხრობილია ექიმის ისტორია, რომელიც საკუთარ სპერმას პაციენტების განაყოფიერებისთვის იყენებდა. დოქტორ დონალდ კლაინს სულ მცირე 94 შვილი ჰყავს.

ექიმის ზრდასრული შვილები საუბრობენ იმ ტრავმაზე, რომელიც მათ ბიოლოგიური მამის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ გაუჩნდათ. როდესაც ჯეკობა ბალარდი თავის პატარა ქალაქში დადის, ის გამვლელთა სახეებს აკვირდება, რათა თავისი ბიოლოგიური და-ძმები აღმოაჩინოს... 

41 წლის ქალს 93 ნახევარ და-ძმა ჰყავს, მაგრამ ის ეჭვობს, რომ მათ გარდა, კიდევ ბევრია.

"ჩემთვის ჩვეულებრივია, ქუჩაში ხალხის თვალიერება სიარულის დროს," - თქვა მან.

Netflix-ის ფილმში "ჩვენი მამა" ექიმის შვილმა აღნიშნა, რომ უცნობ ადამიანებზე ხშირად ფიქრობს - "შეიძლება ჩემთან ნათესაური კავშირი ჰქონდეს".

ბალარდმა, რომელმაც დნმ-ის ანალიზი 2014 წელს გაიკეთა, შოკირებული იყო, როცა აღმოაჩინა, რომ მისი ბიოლოგიური მამა დოქტორი დონალდ კლაინი იყო, სუროგაციის სპეციალისტი, რომელიც დედას 1979 წელს მკურნალობდა.

ბალარდმა პირველად დნმ-ის შვიდი შესატყვისი აღმოაჩინა, ამიტომაც კლაინის ქმედებებზე გამოძიება დაიწყო.

გასული რვა წლის განმავლობაში, მან კლაინის შვილებს მიაგნო. თითოეულმა მათგანმა დნმ-ის ანალიზი იმის დასადგენად გაიკეთა, ჰქონდათ თუ არა მათ მედიცინის მუშაკთან ნათესაური კავშირი. 

"ეს ამაზრზენია, მან დედაჩემი სალომბარდედ გამოიყენა და იმავეს სხვებთანაც აკეთებდა". - ამბობს ექიმის შვილი

ექიმის შესახებ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, კლაინის შემთხვევა ერთ-ერთ ყველაზე ექსტრემალურ მაგალითად რჩება - ექიმი საკუთარ სპერმას ქალების განაყოფიერებისთვის მათი თანხმობის გარეშე იყენებს.

მან ბალარდის დედას უთხრა, რომ დონორის სპერმას გამოიყენებდა, რადგან მისი მეუღლე უნაყოფო იყო. მან სხვა პაციენტებს კი პირიქით უთხრა - გამოიყენებდა მათი ქმრების სპერმას, თუმცა... ამის ნაცვლად, ის შედიოდა თავის კაბინეტში და მასტურბირებდა, სანამ პაციენტი ქალები პალატაში ელოდნენ. ამის შემდეგ კი, ექიმს ფარულად შეჰყავდა თავისი სპერმა მომავალი დედების საშვილოსნოში.

ბალარდმა გადაწყვიტა, რამდენადაც შესაძლებელი იქნებოდა, ნახევარ და-ძმები სოციალური ქსელით მოეძებნა. 

თავად "მამა" ექიმი ბალარდს ემუდარებოდა, გაჩუმებულიყო. ბალარდი კლაინს ტელეფონით ესაუბრა და მათი საუბარი ჩაიწერა. ექიმის შვილი ამბობს, რომ "მამა"კლაინი თავის საქციელს არ ნანობდა. 

ინდიანას გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ კლაინს ბრალს სექსუალურ ძალადობაში ვერ წაუყენებდნენ, რადგან უშვილო პაციენტების განაყოფიერება დანაშაული არ არის. თუმცა, კლაინის შემთხვევა გამოიძიეს, დნმ-ის ანალიზებმა აჩვენა, რომ მისი პაციენტების 99 პროცენტის ბავშვების მამა იყო, თუმცა ექიმმა მათი მამობა უარყო.

მას საბოლოოდ ბრალი მართლმსაჯულების დარღვევის ორი მუხლით წაუყენეს და პაციენტების შეცდომაში შეყვანის გამო კლაინი 500 დოლარით დაჯარიმდა.