რას ამბობს ექიმი მამაკაცებზე, რომლებიც გუშინ ვაკეში დაჭრეს

დაჭრა

თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე დაჭრილი ერთ-ერთი მამაკაცი ბინაზე გაწერეს, მეორე კი სტაციონარში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ექიმი, ირაკლი მესხიშვილი განმარტავს, დაშავებულებს ჭრილობები ქვემო კიდურის არესა და წვივის მიდამოში აღენიშნებოდათ.

„შემოყვანილი იყო 2 მამაკაცი, რომლებსაც ჭრილობები აღენიშნებოდათ. ერთს მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა ქვემო კიდურის არეში, მეორეს - წვივის ზემო მესამედში. ერთ-ერთს გადაუდებელ განყოფილებაში გაეწია პირველადი დახმარება, შემდგომ საოპერაციო ბლოკში ჩაუტარდა რევიზია და პალატაშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მეორე მამაკაცს მიმღებში დაუმუშავდა ჭრილობა, სტაციონარული მკურნალობა არ სჭირდებოდა და ბინაზე გაეწერა“,- აღნიშნავს ირაკლი მესხიშვილი.

ცნობისთვის, ​შეიარაღებული თავდასხმა არაყიშვილის ქუჩაზე დღის 5 საათზე მოხდა. მოპედით მოძრავმა ორმა პირმა 2 ახალგაზრდის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი ტყვია გაისროლა. 

სავარაუდო დამნაშავეებმა 25 წლამდე ასაკის ორივე მამაკაცი დაჭრეს და დანაშაულის ადგილი დატოვეს. ექსპერტ-კრიმინალისტებმა შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩაატარეს.