ექიმებმა კიმ კარდაშიანს თავის ტვინის ანევრიზმა აღმოუჩინეს

კიმ კარდაშიანი

new york times- წერს, რომ კიმ კარდაშიანს ტვინში ანევრიზმა აღმოაჩნდა.

რეალითი შოუს ვარსკვლავმა და ბიზნესვუმენმა კიმ კარდაშიანმა გაამჟღავნა, რომ მას ტვინის ანევრიზმა დაუდგინეს.

„არის რაღაც პატარა ანევრიზმა,“ — ამბობს კარდაშიანი ვიდეოკადრებში, სადაც ჩანს, როგორ გადის ის ტვინის სკანირებას (MRI). 

45 წლის ვარსკვლავი ვარაუდობს, რომ ჯანმრთელობის ეს პრობლემა შესაძლოა სტრესმა გამოიწვია. People-ის ინფორმაციით, კიმმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში განცდილი დაძაბულობა, მათ შორის ყოფილი ქმრისგან, კანიე უესტისგან განქორწინება, შესაძლოა ერთ-ერთი მიზეზი იყოს.

მედიის ცნობით, კარდაშიანი ახლა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია. სპეციალისტების თქმით, ტვინის მცირე ანევრიზმა ხშირად არ წარმოადგენს დაუყოვნებლივ საფრთხეს, მაგრამ საჭიროებს რეგულარულ მონიტორინგს.