კირ სტარმერი: ვლადიმირ პუტინი ერთადერთი ადამიანია, რომელსაც უკრაინაში ომის შეწყვეტა არ სურს

სლგჯგ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა „მსურველთა კოალიციის“ სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი ერთადერთი ადამიანია, რომელსაც უკრაინაში ომის შეწყვეტა არ სურს.

სტარმერმა ზელენსკისა და უკრაინელ ხალხს განუცხადა, რომ „თქვენი უსაფრთხოება, ჩვენი უსაფრთხოებაა“.

„დღეს ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ, როგორც არასდროს ძლიერები, გაერთიანებულნი უკრაინის ირგვლივ და გაერთიანებულნი პრეზიდენტ [დონალდ] ტრამპთან ერთად, მოწოდებით, რომ საბრძოლო მოქმედებები ახლავე შეწყდეს და მოლაპარაკებები საკონტაქტო ხაზიდან დაიწყოს“, - განაცხადა სტარმერმა.

„თქვენ თვეების განმავლობაში ამბობდით, რომ მზად ხართ ცეცხლის შეწყვეტისთვის და [ვლადიმირ] პუტინთან შესახვედრად. თუმცა, ის აგრძელებს გაჭიანურებას. პუტინი ერთადერთი პირია, რომელსაც ამ ომის შეწყვეტა არ სურს“, - აღნიშნა მან.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, პუტინმა წამოაყენა „აბსურდული მოთხოვნები უკრაინის მიწების თაობაზე“, რაც აჩვენებს, რომ ის მშვიდობის თაობაზე სერიოზულად განწყობილი არ არის.