1753474429
„ექიმები 2 საათი მუშაობდნენ...“- ახალი დეტალები ოზი ოსბორნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ინგლისური როკ-ჯგუფ Black Sabbath-ის სოლისტი, ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს მისმა ოჯახის წევრებმა, მათ შორის მისმა მეუღლემ, შერონ ოსბორნმა და შვილებმა, ჯეკმა, კელმა , ემიმ და ლუიმ. მისი გარდაცვალების ბოლო წუთებთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
დაახლოებით 10:30-ზე ოჯახის წევრებმა ექიმებს დაურეკეს. „ტემზის ველის საჰაერო სასწრაფო დახმარების“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინი ადგილზე „გაძლიერებული კრიტიკული დახმარების“ გასაწევად იყვნენ მისულები და, როგორც ამბობენ, სპეციალიზებული პარამედიკოსები ადგილზე დაახლოებით ორი საათის განმავლობაში დარჩნენ.
სასახლეში მათი მუშაობის შემდეგ, პარამედიკოსები შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 12:30 საათზე გაემგზავრნენ. სამწუხაროდ, მათი მცდელობის მიუხედავად, 76 წლის მოხუცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ოსბორნის გარდაცვალების მიზეზი ჯერ არ არის დადასტურებული.
2019 წელს ოსბორნს პარკინსონის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მოძრაობაზე, აზროვნებასა და ქცევაზე. თავისი მდგომარეობის შესახებ მომღერალმა 2020 წელს განაცხადა.
შეგახსენებთ, ოზი ოსბორნმა ბოლო კონცერტი ჯგუფთან ერთად ცოტა ხნის წინ ინგლისის ქალაქ ბირმინგემში გამართა.