პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აშშ-ის სახელმხიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ტვიტერზე ეხმაურება ვლადიმირ პუტინის განკარგულებას, დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე და მას პროგნოზირებად, სამარცხვინო აქტს უწოდებს.
„რუსეთის მისწრაფება აღიაროს ე. წ. რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა“, რომელსაც თავისი მარიონეტები აკონტროლებენ, პროგნოზირებადი, სამარცხვინო აქტია. ჩვენ მათ უმკაცრესად ვგმობთ და ვდგავართ უკრაინის გვერდით, როგორც ეს საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას ვუთხარი“, - წერს ბლინკენი ტვიტერზე.
რა მოხდა 21 თებერვალს - მოკლედ:
ვლადიმერ პუტინმა, მას შემდეგ, რაც უკრაინის ოკუპირებული რეგიონები "დამოუკიდებელ" რესპუბლიკებად აღიარა, უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები გაგზავნა, მოტივად კი ისევ "სამშვიდობო მისია" დაასახელა. შესაბამისი დადგენილებები უკვე გამოქვეყნდა.
პუტინი ბრძანებაში ამტკიცებს, თითქოს უკრაინის ორი რეგიონის "დამოუკიდებლობა" კონფლიქტის მშვიდობიანი რეგულირებისა და მინსკის შეთანხმების გათვალისწინებით აღიარა. ამას წერს ოფიციალურ დოკუმენტში რუსეთის პრეზიდენტი მაშინ, როცა დანარჩენი მსოფლიო აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით მან როგორც მინსკის შეთანხმება, ასევე, საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია.
დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, დონეცკისა და ლუგანსკის "მთავრობებთან" მოამზადოს მეგობრობის და ორმხრივი ურთიერთობების შეთანხმება. პუტინის ბრძანების მიხედვით, დონეცკისა და ლუგანსკის "მმართველების" მიმართვის საფუძველზე, შეთანხმების დადებამდე "სამშვიდობო მისიით" გაგაზავნიან ჯარებს.
პუტინის ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე, რაც უკვე მოხდა. უკრაინული მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ დონეცკში სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება.