ლარი გამყარდა - ნახეთ, რა ეღირება ხვალ დოლარი და ევრო
1735068202
ენერგეტიკული კრიზისის გამო, ირანის ხელისუფლებამ სკოლების, უნივერსიტეტებისა და სამთავრობო ოფისების ნაწილი დახურა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უწყებების და დაწესებულებების ნაწილს გაზი და ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება. სამთავრობო ოპერაციები სრულად შეჩერდა რამდენიმე პროვინციაში.
ენერგო კრიზისის მიზეზად, თოვლი, ნალექი, ტემპერატურის ვარდნა, ენერგიის მართვა, ჰაერის დაბინძურება და მტვრის ქარიშხალი სახელდება.
ოფიციალურმა პირებმა მოქალაქეებს ენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდეს. საზოგადოება კი მიიჩნევს რომ, კრიზისი არა ამინდის, არამედ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პრობლემებითაა გამოწვეული.