ენერგეტიკული ბაზრის სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა ონლაინ შეხვედრა გამართეს

დიდი შვიდეული

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების პარალელურად, ენერგეტიკული ბაზრის სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა ონლაინ შეხვედრა გამართეს. შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მზად არიან ენერგეტიკული ბაზრის სტაბილურობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, ყველა საჭირო ზომა მიიღონ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ცენტრალური ბანკები, ირანში მიმდინარე ომის ფონზე, ენერგორესურსების ფასების ინფლაციაზე გავლენას, ყურადღებით აკვირდებიან.