ემანუელ მაკრონმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ უნგრეთმა წინააღმდეგობა გაუწია უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას

მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ უნგრეთმა წინააღმდეგობა გაუწია უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას.

მისი თქმით, ევროკავშირი არ უნდა წავიდეს კომპრომისზე.

„ჩვენ არ უნდა წავიდეთ კომპრომისზე ისეთ რამეზე, რაც უპრეცედენტოა. როდესაც სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები თანხმდებიან გადაწყვეტილებაზე, ის უნდა იყოს დაცული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გარკვეულწილად ჩვენი ურთიერთობების მნიშვნელობის კოლაფსს წარმოადგენს. ამიტომ, ჩემთვის არ არსებობს გეგმა B, რადგან გეგმა A უნდა იყოს დაცული; საბჭოს სანდოობა ამაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა მაკრონმა.