1744223238
ემანუელ მაკრონი: რუსულ აგრესიას ბოლო უნდა მოეღოს, რუსეთი უკრაინაზე სისტემატური იერიშებით სამშვიდობო მოლაპარაკების შეთავაზებებს დასცინის

რუსულ აგრესიას ბოლო უნდა მოეღოს, რუსეთი უკრაინაზე სისტემატური იერიშებით სამშვიდობო მოლაპარაკების შეთავაზებებს დასცინის!, - ამ განცხადებით საფრანგეთის პრეზიდენტი ეხმაურება უკრაინის ქალაქებზე რუსული ძალების თავდასხმის გააქტიურებას და ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის მოწოდებით გამოდის.
„რუსულ იერიშებს ბოლო უნდა მოეღოს, რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეწყდეს ცეცხლი. აუცილებელია გადამწყვეტი მოქმედებები, თუ კი რუსეთი კვლავაც გააგრძელებს დროის მოგების მცდელობას, მშვიდობაზე უარის თქმას. როდემდე უნდა გააგრძელოს რუსეთმა შეერთებული შტატებისა და უკრაინის მხრიდან სამშვიდობო შეთავაზებების დაცინვა, ბავშვებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა?“, - აცხადებს მაკრონი.
En ce jour de deuil national en Ukraine, j'ai une pensée pour les enfants et toutes les victimes civiles des frappes meurtrières menées par la Russie, comme à Kryvyï Rih le 4 avril.
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) April 6, 2025
Cette nuit encore, de nombreuses frappes russes ont visé des quartiers résidentiels de Kyiv…