Pantone-მ 2025 წლის ფერი დაასახელა
1734277153
„ეიბისი ნიუსი“ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ცილისწამების სარჩელის წაგების გამო 15 მილიონ აშშ დოლარს გადაუხდის. შესაბამისი გადაწყვეტილება ფლორიდის სამხრეთ ოლქის სასამართლოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში გამოქვეყნდა.
დოკუმენტის მიხედვით, ტელეკომპანია საქველმოქმედო შენატანის სახით ფულს საპრეზიდენტო ფონდსა და მუზეუმს გადაურიცხავს, ასევე აანაზღაურებს ერთ მილიონ დოლარ იურიდიულ ხარჯებს.
ტრამპმა ტელეარხის წამყვანის, ჯორჯ სტეფანო პულოსის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი. წამყვანმა ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, რომ ტრამპი დამნაშვედ იყო ცნობილი მწერალ ელიზაბედ კეროლის გაუპატიურებაში. 2023 წლის მაისში მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპი მწერლის შევიწროებაში ცნო დამნაშავედ, თუმცა ქალმა ვერ დაამტკიცა, რომ ტრამპმა ის გააუპატიურა.