შავ ზღვაში, უამინდობის გამო, ერთმანეთს ორი რუსული სატვირთო გემი შეეჯახა
1734286239
ბოჰემური სტილი და ზამშის ტანისამოსი 2025 წლისთვის ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი ტრენდი იქნება. Lyst Index-ის მონაცემებით, ზამშის ძიების რეზულტატი 263 პროცენტითაა გაზრდილი, ხოლო „ზამშის ჩანთები“ – 175%-ით გაიზარდა. Heuritech-ის მონაცემებით, 26-დან 35 წლამდე ასაკის მომხმარებლებში, 2024 წელთან შედარებით, ზამშის კოლექციები 17 პროცენტით გაიზრდება, განსაკუთრებით ევროპაში. Depop-ზე „ბოჰოს“ ძიება ივნისის შემდეგ კი, 277 პროცენტით გაიზარდა.
დიახ, ზამში, ყავისფერი, შოკოლადისფერი რომ მომავალი წლის ერთ-ერთი აქტუალური ტრენდია, ამაზე უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად საუბრობენ, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ Pantone-მ 2025 წლის ფერად “mocha mousse” დაასახელა.
ახლა უკვე დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2025 წელს ყავისფერი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ფერი იქნება. Pantone-ს გუნდი დარწმუნებულია, რომ ყავისფერი გააგრძელებს დომინირებას როგორც მაღალი მოდის პოდიუმზე, ასევე მის მიღმა. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ თუ 2024 წელს მუქი, ღრმა ყავისფერი ტონალობები შეიმჩნეოდა, 2025 წლისთვის უფრო მეტად ღია, მსუბუქი და “რბილი ყავისფერი” იქნება მოთხოვნადი.