ეგზიტპოლის თანახმად, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მინიმალური უპირატესობით, 50,3 პროცენტით მმართველი პარტიის კანდიდატი რაფალ ტშასკოვსკი იმარჯვებს

ტშასკოვსკი

ეგზიტპოლის თანახმად, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მინიმალური უპირატესობით მმართველი პარტიის კანდიდატი, ვარშავის მერი რაფალ ტშასკოვსკი იმარჯვებს. მას ხმათა 50,3 პროცენტი აქვს. Ipsos-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოქვეყნდა.

მონაცემების თანახმად კაროლ ნავროცკის, რომელსაც მხარს უჭერს მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“ ხმათა  49,7 პროცენტი აქვს.

როგორც მედია წერს, კანდიდატებს შორის განსხვავება იმდენად მცირეა, რომ დარწმუნებით ვერ ვიტყვით, ვინ გაიმარჯვებს საბოლოოდ.

ვარშავის მერმა, რაფალ ტშასკოვსკიმ ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა.

„მე ავაშენებ. მე ნამდვილად ყველა პოლონელი ქალისა და კაცის პრეზიდენტი ვიქნები. მე თქვენი პრეზიდენტი ვიქნები. პოლონეთს დიდ, აყვავებულ ქვეყნად ვაქცევთ ყველასთვის. ამას გპირდებით. ამ ლოზუნგს ნამდვილად ღრმა, ღრმა მნიშვნელობა ჰქონდა – მთელი პოლონეთი გაიმარჯვებს და უკვე გაიმარჯვა“, – აღნიშნა ტშასკოვსკიმ.