პარკში წაიყვანა და მეგობრებთან ერთად, ჯგუფურად გააუპატიურა - საქმე, რომელმაც მსოფლიო შეძრა
1749099831
"თბილისის მშრალი პორტი, რომელიც ჩვენი ერთობლივი პროექტია, არა მხოლოდ გააძლიერებს ვაჭრობას საქართველოსთან და ცენტრალურ აზიასთან, არამედ გაამყარებს კომერციულ გამტარობას აღმოსავლეთით და დასავლეთით," - ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრმა, აჰმედ ბინ ალი ალ საიეღმა თბილისის მშრალი პორტის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ჩვენ ვაღრმავებთ ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან, სტრატეგიულ გლობალურ პარტნიორობას. ეს არის ჩვენი ხედვების, ჩვენი ფასეულობების გაზიარება. ჩვენი სულისკვეთებაა, რომ ურთიერთსასარგებლო ვაჭრობა ვაწარმოოთ და ეს იქცეს მშვიდობის, წინსვლის და სტაბილურობის გარანტად," - განაცხადა აჰმედ ბინ ალი ალ საიეღმა.
ცნობისთვის, თბილისის მშრალი პორტის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა გახსნეს. "აბუ დაბი პორტს გრუპის," "ნორვეგიული ვილჰელმსენ პორტ სერვისის" და ადგილობრივი "ინვეკოს" ერთობლივი პროექტი 3 ეტაპად განხორციელდება.
მშრალი პორტი 286 ათას კვადრატულ მეტრზე განთავსდება. უკვე ფუნქციონირებს პირველი ფაზით გათვალისწინებული ობიექტები. უკვე განხორციელებულმა ინვესტიციამ 21 მილიონი დოლარი შეადგინა.