გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება - რას ამბობს ეზოთერიკოსი ხშირ მიწისძვრებზე
1748975142
ევროკომისარის გაფართოების საკითხებში, მარტა კოსის განცხადებას, რომელმაც საქართველოს მთავრობას ბოლო დროს მიღებული კანონების გამო გააკრიტიკა, შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში.
მარტა კოსის განცხადებებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებენ "ქართულ ოცნებაში", სადაც გარე აქტორების მხრიდან ოპოზიციისა და მესამე სექტორის რადიკალური ნაბიჯების წახალისების მცდელობაზე საუბრობენ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება, ყველა გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.
"საქართველოს ხელისუფლება ყველა გადაწყვეტილებას იღებს საკუთარი საზოგადოების დაკვეთით და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ, გულშემატკივრობის შენიღბვით, შიდა პროცესებში ჩარევა არ მიმაჩნია, რომ ევროპული სტანდარტი იყოს. ჩვენ ამის არა ერთი მცდელობა გვქონია და ყველამ დაინახა, რომ ეს ყოველთვის იყო ფუჭი და ამაო. პირიქით, კონტრპროდუქტიული იყო მათთვის, ვინც ცდილობდა, რომ უსამართლო მხარდაჭერებითა და უსამართლო განცხადებებით, საქართველოში ნეგატიური პროცესები წაეხალისებინა," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.