1738930726
ეგვიპტეში ისრაელელ ტურისტებს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა 2 ადამიანი
![ეგვიოტე ეგვიოტე](https://primetime.ge/uploads/files/2023/10/08/67371/egvipte_w_h.jpeg)
ეგვიპტეში, ალექსანდრიაში ისრაელიდან ჩასული ტურისტების ავტობუსს შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა, - ინფორმაციას BBC ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
არაბული RT Arabic-ის მიხედვით, შემთხვევის შედეგად ორი ტურისტი დაიღუპა. Walla წერს, რომ ერთი ტურისტი დაიღუპა, ერთი კი დაჭრილია.
RT Arabic-ის ინფორმაციით, ცეცხლი ტურისტების მიმართულებით პოლიციელმა გახსნა.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევის შესახებ მეტი დეტალის გარკვევას ცდილობენ.
ვიტარება რეგიონში 7 ოქტომბერს დაიძაბა, როდესაც ადგილობრივი დროით 06:30 საათზე ისრაელზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.