ეგეოსის ზღვაში ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა

ეგეოსის ზღვაში ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა

ეგეოსის ზღვაში, საბერძნეთის კუნძულებს ამორგოსსა და სანტორინს შორის ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელიც რამდენიმედღიანი უწყვეტი ბიძგების პირობებში ყველაზე ძლიერია.

BBC-ის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5.2 მაგნიტუდა შეადგინა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ძლიერი ბიძგების ეპიცენტრი 5 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

აღნიშნულ მიწისძვრას წინ კიდევ ორი შედარებით სუსტი ბიძგები უძღოდა. ქანების ძლიერი ძვრები ადგილობრივი დროით 21:09 საათზე დააფიქსირეს.

კუნძულზე მსხვილი ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა, თუმცა ხელისუფლება სიფრთხილის ზომებს იღებს.

ცნობისთვის, რამდენიმედღიანი უწყვეტი სეისმოლოგიური აქტივობის გამო, 11000-ზე მეტმა ადამიანმა უკვე დატოვა სანტორინი, დაახლოებით 7000 ადამიანი ბორნით გაემგზავრა, 4000-მა მოქალაქემ კი კუნძული საჰაერო გზით დატოვა.