ებრაული მედია: ისრაელის ჩრდილოეთით სარაკეტო იერიშს 5 ადამიანი ემსხვერპლა

ებრაული მედია: ისრაელის ჩრდილოეთით სარაკეტო იერიშს 5 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე სოფელ მეტულაზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი სერიოზულად დაშავდა. ინფორმაციას ებრაული მედია ავრცელებს.

ხუთი გარდაცვლილი ადამიანიდან ერთი ისრაელის მოქალაქე, ხოლო დანარჩენი ოთხი - უცხოელი იყო. ებრაული მედია აღნიშნავს, რომ რაკეტა, სავარაუდოდ, ლიბანიდან იყო გაშვებული.

ებრაული მხარე მომხდარში ლიბანში განლაგებულ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ადანაშაულებს.