ილია თოფურიამ დუმილი დაარღვია - რას წერს UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი
1765801909
ულტიმატუმებით საუბარი არასწორია და არ შეესაბამება პარტნიორებს შორის ურთიერთობებს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ევროპარლამენტარების განცხადებების კომენტირებისას, რომლებიც გამჭვირვალობის შესახებ და ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონების გაუქმებას ითხოვენ.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონები არსებული საჭიროებებიდან გამომდინარეობს.
ზოგადად, ასეთი ულტიმატუმებით საუბარი არასწორია და არ შეესაბამება პარტნიორებს შორის ურთიერთობებს. კიდევ ერთხელ - საქართველოს აქვს კანონები, რომელსაც იღებს პარლამენტი, რომელსაც აქვს ლეგიტიმური უფლება, რომ ეს აკეთოს. პარლამენტის მიერ მიღებული კანონები გამომდინარეობს იმ საჭიროებიდან, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას და პასუხობს ქართულის საზოგადოების ინტერესებს“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.