ებრაელმა ჯარისკაცებმა ღაზაში ხუთი გატაცებული ადამიანის გვამი აღმოაჩინეს -Reuters

ისრალელი

ისრაელის თავდაცვის არმიის ჯარისკაცებმა ღაზის სექტორში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ხუთი ადამიანის ცხედარს მიაკვლიეს, რომლებიც „ჰამასის“ მებრძოლებმა 2023 წლის 7 ოქტომბერს მოწყობილი თავდასხმის დროს მოკლეს და გაიტაცეს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

ერთ-ერთი მოკლული 56 წლის მაია გორენია, რომელიც საბავშვო ბაღის აღმზრდელად მუშაობდა. ის კიბუც ნირ ოზზე თავდასხმის დროს მოკლეს.

ორი ახალწვეული ჯარისკაცები იყო, ხოლო დანარჩენი ორი - თადარიგის სამხედროები.