თემქაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია
1783844065
იაპონელმა მეცნიერებმა ერთი ფერის შავი ძროხები თეთრი ზოლებით შეღებეს, საძოვარზე გაუშვეს და მათზე დამსხდარ ბუზებს ფოტოები გადაუღეს. მათ სურდათ გაერკვიათ, უკბენდნენ თუ არა ბუზები ცხოველებს უფრო იშვიათად ასეთი „კამუფლაჟით“, - წერს გამოცემა Space Daily.
სტატიის თანახმად, შეღებილ ძროხებზე დაახლოებით ორჯერ ნაკლები ბუზი ჯდებოდა, ვიდრე იმავე ცხოველებზე შეღებვის გარეშე. კვლევის ავტორი ტომოკი კოჯიმა და მისი გუნდი მიიჩნევენ, რომ ზებრის შეფერილობა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც მათ ბუზები იშვიათად კბენენ.
ექსპერიმენტის ფარგლებში მეცნიერებმა „იაპონური შავი“ ჯიშის ექვსი ორსული ძროხა სამ ჯგუფად დაყვეს. ძროხების ნაწილი შავ-თეთრ ზოლებად შეიღება, მეორე ნაწილს მხოლოდ შავი ზოლები ჰქონდა, ხოლო მესამე ჯგუფი ზოლების გარეშე იყო.
მეცნიერებმა განაცხადეს, რომ შავ-თეთრ ზოლებიან ძროხებზე, ფეხებსა და სხეულზე, მკბენელი ბუზების საერთო რაოდენობა თითქმის ორჯერ ნაკლები იყო, ვიდრე შეუღებავ და მხოლოდ შავზოლიან ცხოველებზე.
შეღებილი ძროხები ასევე დაახლოებით 20%-ით უფრო იშვიათად კრთებოდნენ, აბაკუნებდნენ ჩლიქებს და იქნევდნენ კუდს, რასაც საქონელი ჩვეულებრივ მწერების მოსაგერიებლად აკეთებს. მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ მხოლოდ შავი ზოლებით შეღებილი ძროხები ზუსტად იმავე რაოდენობის ბუზებს იზიდავდნენ, რასაც შეუღებავი ცხოველები.
მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ეს მექანიზმი უფრო ვიზუალური ხასიათისაა, ვიდრე ქიმიური. სამუშაო ჰიპოთეზის თანახმად, ზოლები ბუზს გზა-კვალს უბნევს.
მეცნიერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აპირებენ ექსპერიმენტების გაგრძელებას, რათა გაარკვიონ, რამდენად ეფექტურია ეს ტექნიკა. მათი თქმით, ფერმერებს პოტენციურად შეეძლებათ, ამ გზით დაიცვან თავიანთი პირუტყვი მწერებისგან.