1782240913
ძლიერი სიცხის გამო საფრანგეთში ეიფელის კოშკი და ლუვრის მუზეუმი დაიკეტა
ძლიერი სიცხის გამო საფრანგეთში ლუვრის მუზეუმი და ეიფელის კოშკი დაიკეტა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ლუვრის მუზეუმი ოთხშაბათიდან შაბათის ჩათვლით დაკეტილი იქნება.
საფრანგეთში ძლიერი სიცხეების გამო სიცხის საფრთხის წითელი დონე გამოცხადდა. ძლიერ სიცხეს მსხვერპლიც მოყვა, დაიღუპა 18 ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც. Reuters-ის ცნობით, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ტემპერატურის მაჩვენებლებმა ისტორიული რეკორდები მოხსნა. ქალაქ ბორდოში, ჰაერის ტემპერატურამ 41.9 გრადუსს მიაღწია. ცენტრალურ საფრანგეთში მდებარე პუატიეში კი ტემპერატურა 41.2 გრადუსამდე ავიდა, რაც 1947 წელს დამყარებულ მაქსიმალურ მაჩვენებელს აღემატება.












