„არ მენანები, შენ დანაშაულს არასდროს აღიარებ…“ - რას წერს ჯორჯინა
1769106385
უამინდობას საბერძნეთში მსხვერპლი მოჰყვა.
ათენთან ახლოს, გლიფადაში, 56 წლის ქალი დაიღუპა, რომელიც ავტომობილის ქვეშ მოყვა და ნიაღვარმა წაიღო.
ადგილზე მისულმა მაშველებმა ქალი უგონო მდგომარეობაში იპოვეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სტიქიამ ცენტრალური გზები დააზიანა, ქუჩები დატბორილია ტალახით და ქვებით.
სტიქიის კადრებს ბერძნული მედია ავრცელებს.