„ძალიან იმედგაცრუებული ვარ რუსეთით, მაგრამ ასევე იმედგაცრუებული ვარ უკრაინითაც“ - დონალდ ტრამპი

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი

ძალიან იმედგაცრუებული ვარ რუსეთით, მაგრამ ასევე იმედგაცრუებული ვარ უკრაინითაც, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

თეთრ სახლში ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად ახლოს არის აშშ უკრაინასა და რუსეთთან ურთიერთობის შეწყვეტასთან და აპირებს თუ არა ამ ყველაფრის ევროპელების ხელში დატოვებას, ტრამპმა განაცხადა, რომ ამ სიტუაციასთან ძალიან ახლოსაა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იყო.

„მე ძალიან ახლოს ვარ ამ სიტუაციასთან. ძალიან იმედგაცრუებული ვარ რუსეთით, მაგრამ ასევე იმედგაცრუებული ვარ უკრაინით, რადგან ვფიქრობ, რომ შეთანხმებების მიღწევა შეიძლებოდა. კვირაში 5000 ან 6000 ადამიანს ვკარგავთ, ძირითადად ჯარისკაცებს, მაგრამ ასევე ქალაქებში მცხოვრებ ადამიანებს, რადგან მათ ისევ რაკეტებს ესვრიან. როგორია შენობაში ცხოვრება, როდესაც საღამოს რაკეტას აქვს იმ შენობაში მოხვედრის დიდი შანსი. ეს საშინელებაა. ასე ცხოვრება საშინელება უნდა იყოს. ჩვენ შესანიშნავად ვიმუშავეთ ინდოეთთან და პაკისტანთან. ჩვენ ძალიან კარგად ვიმუშავეთ ისრაელთან. 7 ოქტომბერი კატასტროფა იყო. ეს საშინელი რამ იყო. მაგრამ, იცით, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, არაფერი მოხდებოდა. ძალიან მნიშვნელოვანია ამის მოგვარება. ეს სისხლისღვრაა. ეს საშინელი სისხლისღვრაა“, – განაცხადა ტრამპმა.