თბილისის და ბათუმის აეროპორტებიდან რეისები გაუქმდა
1749889643
ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ, გაურკვეველია, კვლავ აქვს თუ არა ირანს ბირთვული პროგრამა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „როიტერს“ განუცხადა.
ტრამპის თქმით, აშშ-ს კვირას ირანთან ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებები აქვს დაგეგმილი, მაგრამ დარწმუნებული არ არის, გაიმართება თუ არა მოლაპარაკებები.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანისთვის შეთანხმების დადება ჯერ კიდევ არ არის გვიან.
ტრამპის თქმით, ისრაელის თავდასხმის გეგმების შესახებ ყველაფერი იცოდა.
„ჩვენ ყველაფერი ვიცოდით და ვცდილობდი, ირანი დამეცვა. ძალიან ვეცადე მათ გადარჩენას, რადგან ძალიან მინდოდა შეთანხმების მიღწევა. მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ შეთანხმების მიღწევა, ჯერ კიდევ არ არის გვიან“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისრაელის დარტყმების შედეგად რეგიონული ომის დაწყების არ ეშინია.