გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1759377747
ეს არის ჩვენი ომი, უკრაინა არის ფრონტის ხაზი, თუმცა სინამდვილეში ყველა ჩვენგანი არის ამ თავდასხმების შესაძლო სამიზნე, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დისკუსიის დროს განაცხადა.
დისკუსიაში ტუსკთან ერთად გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და მოლდოვის ლიდერები მონაწილეობდნენ.
„ვფიქრობ, ევროპის დედაქალაქებში არის ნარატივი, რომ ეს არ არის ჩვენი ომი. კი, ეს არის ჩვენი ომი. უკრაინა არის ფრონტის ხაზი, თუმცა სინამდვილეში ჩვენ სახეზე გვაქვს აგრესიული ქმედებები, პროვოკაციები და ა.შ. ყველა ჩვენგანი არის ამ თავდასხმების შესაძლო სამიზნე. ეს არის ჩვენი ომი და თუ უკრაინა დამარცხება, ეს ჩვენს მარცხს ნიშნავს, ამაში მე ეჭვი არ მეპარება. კიდევ ერთი ილუზიაა, რომელიც კარგად შემზადდა პუტინის პროპაგანდის დახმარებით, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ამ ომში გამარჯვება, რომ უკრაინისთვის და შესაბამისად ყველა ჩვენგანისთვის შეუძლებელია ამ ომში გამარჯვება. ეს აბსურდია. რუსეთის ერთადერთი უპირატესობა მენტალიტეტია. ჩვენ მათზე ბევრად დიდი ვართ. მხოლოდ პოლონეთის მშპ ორ წელიწადში რუსეთისას გაუტოლდება. ეკონომიკურად მათ ჩვენს წინააღმდეგ შანსი არ აქვთ, ჩვენი მოსახლეობა ჯამში თითქმის 500 მილიონია. ჩვენ ბევრად მდიდრები ვართ, ტექნოლოგიურად ბევრად მომზადებულები. რუსეთის ერთადერთი რუსეთის უპირატესობა აქ მდგომარეობს იმაში, რომ ისინი მზად არიან იბრძოლონ, ისინი მზად არიან შესწირონ რამე, მზად არიან იტანჯონ. ფსიქოლოგიური უპირატესობა ეს არის იმის მიზეზი, რატომ არ ვართ ზოგჯერ საკმარისად მტკიცე და არასაკმარისად გადამწყვეტი. სწორედ ამიტომ მოლდოვის მაგალითი არის ასეთი მნიშვნელოვანი. ის არ არის მხოლოდ სიმბოლური, არამედ ასევე პრაქტიკულიცა. თუ საკმარისად მტკიცე ხარ, შეგიძლია, გაიმარჯვო.
გუშინდელი ჩვენი დისკუსიის დროს განვიხილავდით დრონების კედელს, ჩვენს რეაგირებას, უნდა გავანადგუროთ რუსეთის ობიექტები უკრაინის თავზე თუ ჩვენს საჰაერო სივრცეში. ვფიქრობ, აბსოლუტურად ნათელია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უკრაინის ომში გამარჯვებაში დახმარების ჩვენს ძალისხმევაში, არის მეტი სიმტკიცე. ფული არ არის პრობლემა, უფრო სწორედ, ის ყოველთვის პრობლემაა, თუმცა არა მთავარი. როგორც გუშინ აღვნიშნე, მე არ ვარ დაინტერესებული ესკალაციით, მე უკანასკნელი ვარ, ვინც ესკალაციას ისურვებდა, რადგან ჩვენ ომის პირველი მსხვერპლი ვიქნებოდით. პოლონეთისთვის მშვიდობა და ცეცხლის შეწყვეტა არის უმთავრესი პრიორიტეტი. თუმცა, ჩვენ არა მხოლოდ ჩვენი ისტორიიდან, არამედ გეოგრაფიიდანაც ვიცით რუსეთის გეგმებისა და განზრახვების შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ ისინი გაიმარჯვებენ უკრაინის წინააღმდეგ, ეს სამომავლოდ იქნება ჩვენი ქვეყნისა და ევროპის დასასრული. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ ისეთივე მტკიცე, როგორც ვოლოდიმირი და მისი ხალხი, მაია და მისი ქვეყანა“, – განაცხადა ტუსკმა.