1788234240
დონალდ ტუსკი: პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, რუმინეთი და ახლა უკვე გერმანია, რუსეთი მთელ რეგიონში დაძაბულობას ზრდის
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ რუსეთი დასავლეთის ქვეყნების დაშინებას ცდილობს.
„პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, რუმინეთი და ახლა უკვე გერმანიაც – რუსეთი მთელ რეგიონში დაძაბულობას ზრდის. ჩვენ ვერ შეგვაშინებენ. ჩვენი პასუხი იქნება უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელება და ნატო-ს ქვეყნებს შორის აგრესორის წინააღმდეგ სრული კოორდინაცია. რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს“, – წერს ტუსკი სოციალურ ქსელში.
ტუსკის განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც გერმანიაში განაცხადეს, რომ ლაიფციგში ჰიბრიდულ თავდასხმაზე პასუხისმგებელი რუსეთია.












