პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ამერიკული მედიის ინფორმაციით, გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლიდან საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები ამოიღეს, მათგან რამდენიმე დოკუმენტს გრიფი „სრულიად საიდუმლო“ ადევს.
მედიის ცნობით,ჩხრეკისას დაახლოებით 20 ყუთი ამოიღეს, მათ შორის იყო ფოტოალბომები, ხელნაწერი შენიშვნები, ასევე ინფორმაცია „საფრანგეთის პრეზიდენტის“ შესახებ.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის რეზიდენცია ფლორიდაში ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტებმა 9 აგვისტოს გაჩხრიკეს. საქმე ეხება ინფორმაციას, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა თეთრი სახლიდან უკანონოდ წაიღო დოკუმენტები. გრიფით „სრულიად საიდუმლო“ დოკუმენტების წაღება აშშ-ში კანონით ისჯება.
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა დაადასტურა, რომ ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენციის ჩხრეკის ორდერის გაცემა მან დაამტკიცა. თავად ტრამპი გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.