პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტები პირველი ლედის ტანსაცმელში იქექებოდნენ. ამის შესახებ უცხოური Businessinsider-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ტრამპმა მსგავსი განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გენერალურმა პროკურორმა დაადასტურა, რომ ტრამპის სახლი მის მიერ დამტკიცებული ორდერის საფუძველზე გაჩხრიკეს.
დონალდ ტრამპი წერს, რომ მისი ადვოკატები იუსტიციის დეპარტამენტთან თანამშრომლობდნენ და მითითებებს ასრულებდნენ, შემდეგ კი ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტები გაუფრთხილებლად გამოჩნდნენ.
„ჩემი რეზიდენცია დილის 06:30-ზე გაჩხრიკეს. იყო ძალიან ბევრი აგენტი. ახლა გავიგე, რომ ისინი პირველი ლედის ტანსაცმელში და პირად ნივთებში იქექებოდნენ“, – წერს ტრამპი.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპს თეთრი სახლიდან დოკუმენტების უკანონო გატანაში ადანაშაულებენ. თავად ყოფილი პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული და მიზნად ისახავს, ხელი შეუშალოს მის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრას.