რისი გაკეთება არ შეიძლება დიდ შაბათს
1745006402
დონალდ ტრამპმა მხარი არ დაუჭირა ისრაელის გეგმას ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ინფორმაციას NYT ავრცელებს.
ამერიკული გამოცემის თანახმად, ისრაელი გეგმავდა ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმას მომავალ თვეში, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტმა ბოლო კვირებში უარყო გეგმა მოლაპარაკების სასარგებლოდ.
გავრცელებული ცნობით, დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილება რამდენიმეთვიანი შიდა დებატების შემდეგ მიიღო, გაეგრძელებინა დიპლომატიური ძალისხმევა თუ მხარი დაეჭირა ისრაელის გეგმისთვის.
დებატებში ცხადი იყო აზრთა სხვადასხვაობა ამერიკის კაბინეტის მკაცრი პოლიტიკის ოფიციალურ პირებსა და სხვა თანაშემწეებს შორის, რომლებიც უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილნი იმასთან დაკავშირებით, რომ სამხედრო თავდასხმამ ირანზე შეიძლება გაანადგუროს ქვეყნის ბირთვული ამბიციები და თავიდან აიცილოს უფრო დიდი ომი.
გამოცემის თანახმად, ისრაელის ოფიციალურმა პირებმა ახლახან შეიმუშავეს გეგმები მაისში ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმის შესახებ. ისინი მზად იყვნენ მათ განსახორციელებლად და ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი, რომ შეერთებული შტატები ხელს მოაწერდა გეგმას. წინადადებების მიზანი იყო თეირანის ბირთვული შესაძლებლობების შეჩერება ერთი წლით ან მეტით.