„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას ამერიკულ უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.
„ამერიკის საგანმანათლებლო, კულტურული და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვა მოითხოვს გამჭვირვალობას იმ უცხოური სახსრების შესახებ, რომლებიც შედის ამერიკის უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებში“, - ნათქვამია დონალდ ტრამპის ბრძანებაში.
„ჩემი ადმინისტრაციის პოლიტიკაა, რომ დასრულდეს უცხოური ფინანსების ირგვლივ არსებული საიდუმლოება ამერიკის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, დავიცვათ იდეების თავისუფალი ბაზარი უცხოური მთავრობების მიერ დაფინანსებული პროპაგანდისგან და დავიცვათ ამერიკის სტუდენტები და კვლევები უცხოური ექსპლუატაციისგან“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.