დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ნატო-ს სამიტის შემდეგ ანკარიდან დაბრუნებისას თვითმფრინავი უსაფრთხოების მიზნით შეიცვალა

დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ნატო-ს სამიტის შემდეგ ანკარიდან დაბრუნებისას თვითმფრინავი უსაფრთხოების მიზნით შეიცვალა.

ამის შესახებ კი აშშ-ის დელეგაციის უმრავლესობას ინფორმაცია არ ჰქონია.

ჟურნალისტებმა ტრამპს ე.წ. სპეცოპერაციის შესახებ ჰკითხეს. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საიდუმლო სამსახურისა და სამხედროების მითითებებით მოქმედებდა.

"ეს საიდუმლო სამსახურისა და სამხედროების გადაწყვეტილება იყო. მე მხოლოდ ვასრულებ იმას, რასაც ისინი მთხოვენ", – განაცხადა ტრამპმა.მისი განმარტებით, თვითმფრინავი Air Force One ინგლისში გაფრინდა და იქ მოხდა თვითმფრინავების გაცვლა.