„უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა თავს, ჩვენი გიო აღარ გვყავს...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1767898043
2019 წელს რუსეთმა აშშ-ს ვენესუელის უკრაინაში გაცვლა შესთავაზა, – ამის შესახებ როგორც the kyiv independent წერს, ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა, ფიონა ჰილმა 2019 წელს კონგრესის მოსმენაზე განაცხადა.
ჰილის თქმით, 2019 წლის აპრილში, ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში, რუსეთმა აშშ-ს შესთავაზა, რომ ვენესუელაზე გავლენას დათმობდა, თუმცა სანაცვლოდ კონტროლი უნდა აეღო უკრაინაზე.
„რუსი მაღალჩინოსნები ძალიან მტკიცედ მიანიშნებდნენ, რომ ვენესუელასა და უკრაინას შორის რაღაც ძალიან უცნაური გაცვლის შეთანხმების დადება სურდათ“, – აღნიშნა ჰილმა კონგრესში მოსმენის დროს.
აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვის მხრიდან ქმედებები არაფორმალური იყო, თუმცა – გზავნილი ნათელი: „იცით, თქვენ გაქვთ თქვენი მონროს დოქტრინა. გსურთ, თქვენი ეზოდან გაგვყაროთ. ჰოდა, იცით, ჩვენ ამის ჩვენი ვერსია გვაქვს. თქვენ ჩვენს ეზოში ხართ, უკრაინაში“.
ჰილმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვში ამ გეგმაზე უარის სათქმელად გაგზავნეს.