რა უნდა წავიღოთ მიცვალებულის სახელზე საფლავზე და ეკლესიაში
1745050260
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იმპორტზე ტარიფების დაწესების შემდეგ ჩინეთსა და აშშ-ს შორის კონტაქტი დამყარდა.
ამავე დროს, დონალდ ტრამპმა სი ძინპინის მმართველობის სტილი მოიწონა და თქვა, რომ ის ქვეყანას მკაცრად და ძლიერად მართავს.
„პრეზიდენტ სისთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და ვფიქრობ, ეს გაგრძელდება. ვიტყოდი, ბევრჯერ დაგვიკავშირდნენ. სი ძინპინი ჩინეთს ძალიან მკაცრად მართავს, ძალიან ძლიერად, ძალიან ჭკვიანურად და დიახ, ჩვენ ვესაუბრებით ჩინეთს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა სი ძინპინთან პირდაპირი სატელეფონო საუბარი, დონალდ ტრამპმა უპასუხა: „ამის თქმა არ მინდა. ეს უბრალოდ არ არის მართებული. მჯერა, რომ ჩინეთთან გარიგება გვექნება“.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ „ტიკ ტოკთან“ დაკავშირებულ გარიგებას გადადებს, ვიდრე ჩინეთთან სავაჭრო საკითხი გადაწყდება.
„„ტიკ ტოკთან“ დაკავშირებით გარიგება გვაქვს, მაგრამ ის დამოკიდებული იქნება ჩინეთზე. გარიგებას უბრალოდ გადავადებთ, ვიდრე საკითხი გადაწყდება. ვფიქრობ, კარგი გარიგებაა ჩინეთისთვის. ვფიქრობ, სურთ, დავდოთ გარიგება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.