დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილ ღაზის სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით ძალიან მგრძნობიარე მოლაპარაკებები მიმდინარეობს - ქეროლაინ ლევიტი

კაროლინ ლევიტი

თეთრი სახლის პრესსპიკერის, ქეროლაინ ლევიტის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილ ღაზის სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით „მგრძნობიარე მოლაპარაკებები“ მიმდინარეობს.

„შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მგრძნობიარე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ არ მინდა, წინ გავუსწრო რაიმე განცხადებას. ამ საკითხს სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და შეერთებული შტატების პრეზიდენტი მოაგვარებენ“, – განუცხადა ლევიტმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე.

ამასთან, ლევიტს კითხვა დაუსვეს, რჩება თუ არა ძალაში სამი-ოთხი დღის ვადა, რომელიც დონალდ ტრამპმა „ჰამასს“ მშვიდობის გეგმაზე პასუხის გასაცემად დაუწესა.

„გავიმეორებ იმას, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა – სამი ან ოთხი დღე“, – აღნიშნა ლევიტმა კითხვის საპასუხოდ.