LIVE: პირდაპირი ეთერი „ჰაუსიდან“ - გაიცანით მონაწილეები
1763908069
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები უმადურობაში დაადანაშაულა. საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა დაწერა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი „სასტიკი და საშინელია“ და აშშ-სა და უკრაინაში სწორი ლიდერების არსებობის შემთხვევაში არასოდეს მოხდებოდა.
ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2020 წელს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა და თეთრ სახლში ისევ ტრამპი რომ ყოფილიყო, პუტინი უკრაინას არასოდეს დაესხმებოდა თავს.
„მემკვიდრეობით მივიღე ომი, რომელიც არასოდეს უნდა მომხდარიყო, ომი, რომელიც ყველასთვის წამგებიანია, განსაკუთრებით კი მილიონობით ადამიანისთვის, ვინც ასე უაზროდ დაიღუპა. უკრაინის „ხელმძღვანელობამ“ ნული მადლიერება გამოხატა ჩვენი ძალისხმევის მიმართ, ხოლო ევროპა აგრძელებს ნავთობის ყიდვას რუსეთისგან. აშშ აგრძელებს იარაღის მასიური რაოდენობის მიყიდვას ნატოსთვის, უკრაინაში გასანაწილებლად (თაღლითმა ჯომ [ჯო ბაიდენი] ყველაფერი დაარიგა, უფასოდ, უფასოდ, უფასოდ, მათ შორის „დიდი“ ფული!). ღმერთმა დალოცოს ყველა ის სიცოცხლე, რომელიც ამ ადამიანურ კატასტროფაში დაიკარგა!“ - წერს ტრამპი.