დონალდ ტრამპი სიტყვის კაცია და როგორც თქვა, ირანელ ხალხს გვერდით დაუდგება - რეზა ფეჰლევი

რეზა ფეჰლევი

დონალდ ტრამპი სიტყვის კაცია, – ამის შესახებ ირანის ყოფილი შაჰის ვაჟმა, რეზა ფეჰლევიმ ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ფეჰლევის თქმით, ირანელ ხალხს უყვარს ამერიკა და ირანის რეჟიმი სძულს.

როდესაც რეპორტიორმა ჰკითხა, მართავდა თუ არა ის შეხვედრებს ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან ამ საკითხთან დაკავშირებით, ფეჰლევიმ უპასუხა, რომ სჯობს ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთოს, რადგან ეს „მგრძნობიარე“ საკითხია.

„თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ირანელი ხალხის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა არსებობს. მე მჯერა, რომ პრეზიდენტი ტრამპი სიტყვის კაცია და საბოლოო ჯამში, როგორც მან თქვა, ის ირანელ ხალხს გვერდით დაუდგება“, – აღნიშნა მან.