დონალდ ტრამპი ლოს-ანჯელესის აქციებზე: თუ ეროვნული გვარდიის წევრებს შეაფურთხებენ, დავარტყამთ და გპირდებით, რომ ისე ძლიერად დავარტყამთ, როგორც არასდროს - ასეთ უპატივცემულობას არ მოვითმენთ!

 ტრამპი

ლოს-ანჯელესში საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება. ვითარების განსამუხტად, შეერთებული შტატების არმია ქალაქში დაახლოებით 700 საზღვაო ქვეითს განათავსებს.

მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა შტატების პრეზიდენტი. დონალდ ტრამპის განცხადებით, მეამბოხეებს აქვთ ტენდენცია, სახეში შეაფურთხონ ეროვნული გვარდიის წევრებს. "თუ შეაფურთხებენ, ჩვენ დავარტყამთ, ასეთ უპატივცემულობას არ მოვითმენთ", - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

"აჯანყებულებს აქვთ მიდრეკილება, რომ სახეში შეაფურთხონ ეროვნული გვარდიის წევრებს და სხვებს. ამ პატრიოტებს ეუბნებიან, რომ შეეგუონ ამას, რადგან "ცხოვრება ასეთია", მაგრამ არა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში. თუ შეაფურთხებენ, დავარტყამთ და გპირდებით, რომ ისე ძლიერად დავარტყამთ, როგორც არასდროს. ასეთ უპატივცემულობას არ მოვითმენთ!“ - წერს ტრამპი.